Tbilsi State Conservatoire
DSpace   | Login |
   Georgian  English
 
 TSC Repository » ქრესტომათიები » პოლიფონია »

პოლიფონიის თეორია

Title: პოლიფონიის თეორია
Authors: მარუაშვილი, ლეილა
Keywords: პოლიფონია
პოლიფონიის თეორია
Issue Date: 2017
Description: პოლიფონიის სასწავლო კურსი, რომელიც წლების მან- ძილზე იკითხება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, მიზნად ისახავს მომავალი მუსიკოს-შემსრულებლის მომზადებას სხვადასხვა ეპოქის პოლიფონიური მუსიკის სტილისტურად სწორად გააზრებული შესრულებისათვის. პოლიფონიის სასწავლო კურსის შესწავლით ახალგაზრდა მუსიკოს - შემსრულებელი ეზიარება პოლიფონიური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას აღორძინების ეპოქით მოყოლებული და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების ჩათვლით; მიიღებს პოლიფონიის ძირი თადი მიმარ- თულებების მკაცრი და თავისუფალი სტილის საკითხების საბაზისო ცოდნას; აიმაღლებს პროფესიულ დონეს, რაც დაეხმარება მომავალ სოლისტ - შემსრულე ბელს, უფრო ეფექტურად დაეუფლოს საშემსრულებლო რეპერტუარს სპეციალურ კლასში და ხელს შეუწყობს მისი პროფესიული კულტურის განვითარებას. სასწავლო კურსი იყოფა ორ ნაწილად: პოლიფონიის თეორია და პოლიფონიის ისტორია. წინამდებარე ლექციებში წარმოდგენილია სასწავლო კურსის პირველი ნაწილი – პოლიფონიის თეორია. პოლიფონიის თეორიის თემატიკაზე მუშაობა გამიზნული თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს. სტუდენტები ეცნობიან პოლიფონიის ძირითად თეორიულ ცნებებს, იმ ცალკეულ პოლიფონიურ ფორმებსა და ხერხებს, რომლებიც ჩამოყალიბდა პროფესიულ მუსიკალურ ხელოვნებაში. საკონტაქტო საათების ფორმატში ხორციელ4 დება ანალიტიკური მუშაობა მუსიკალურ მასალაზე, რომლის შედეგადაც ხდება თეორიული ცოდნის განმტკიცება. სასწავლო კურსის ღრმად ათვისებისათვის აუცილებელია სტუდენტის დამოუკიდებელი, აუდიტორიის გარეშე მუშაობაც, რაც გულისხმობს პედაგოგის მიერ შემოთავაზებული დავალებების მომზადებას. ჩამოთვლილი სწავლების სამი მეთოდური ფორმა (თეორიული მხარე, საანალიზო მასალა, დავალებები) ასახულია წინამდებარე წიგნში, რაც მის თავისებურებას წარმოადგენს. თითოეული თემისადმი მიძღვნილი განაკვეთი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. პირველია სალექციო მასალა, სადაც სასწავლო დისციპლინის _ პოლიფონიის თეორიის ნაწილის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ძირითადი თემაა გაშუქებული; პრაქტიკული ნაწილი შეიცავს ქრესტომათიისათვის დამახასიათებელ მასალას. ყველა თემას ახლავს სხვადასხვა ხასიათის მუსიკა ლური მაგალითები, როგორც მხატვრული ლიტერატურიდან, ისე _ შედგენილი, ინსტრუქციული; თითოეული სალექციო თემის ბოლოს მოცემულია პრაქტიკული დავალება, სადაც განთავსებულია მხატვრული მაგალითები პოლიფონიური ანალიზისთვის და შემოქმედებითი ამოცანები, რომელთა გამოყვანის შედეგად სტუდენტს გამოუმუშავდება პოლიფონიის კურსის დაძლევისათვის აუცილებელი პრაქტიკული და ანალიტიკური უნარები. სასწავლო კურსის გავლის დროს სტუდენტის ცოდნის შეფასების მიზნით მიზანშეწონილია შემოწმების სხვადასხვა ფორმების გამოყენება. პირველი სასწავლო სემესტრის განმავლობაში სასურველია ჩატარდეს ერთი, ან ორი წერი- თი ტესტირება, სადაც თეორიული და პრაქტიკული დავალებების შეფასებით შემოწმდება შესწავლილი საკითხების 5 ცოდნა. მეორე სემესტრში კი, ტესტირების გარდა, შეიძლება მოეწყოს სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად შესრულებული საკურსო ნაშრომების პრეზენტაციები და გაიმარ- თოს დისკუსია/განხილვა. სტუდენტების აქტივიზაციისა და თანმიმდევრული, უწყვეტი მუშაობისათვის სასურველია, მათი ინდივიდუალური მუშაობის შეფასება სემესტრის მან- ძილზე (დავალებების შესრულება ფასდება ყოველ პრაქტიკულ მეცადინეობაზე). სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა, რომელიც მოიც ავს საკითხებს პოლიფონიის ისტორიის და თეორიიდან და პოლიფონიური ნაწარმოებების ანალიზს. წინამდებარე შრომა შესრულებულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმარ- თულებაზე. ავ ტორი მადლობას უხდის მუსიკის თეორიის მიმართულების წევ რებსა და რეცენზენტებს, რომელთა მოსაზრებები და რჩევები დიდად დაეხმარა წიგნის სრულყოფაში.
ISBN: 9789941946431
Owner: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
Appears in Collections:პოლიფონია

Files in This Item:

File Description SizeFormat
Maruashvili_Polifoniis_Teoria.pdf25.28 MBAdobe PDFView/Open

 

  View Statistics

 

Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.

 

Valid XHTML 1.0! Copyright © 2012, TSC  - Feedback Copyright © 2002-2010
DSpace Software
Duraspace