| Login | | ||
Georgian English | ||
TSC Repository |
|
მოგესალმებით!საქართველოში პირველ ელექტრონულ მუსიკალურ ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელომწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები: სანოტო ლიტერატურა და წიგნები. ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული წიგნადი ფონდი შეიცავს, როგორც სახელმძღვანელოებს სხვადასხვა მუსიკალურ დისციპლინებში (ჰარმონია, პოლიფონია, ფორმის ანალიზი და ა.შ.), აგრეთვე ლიტერატურას ფოლკლორსა და სასულიერო მუსიკაზე, მონოგრაფიებს, წიგნებს ხელოვნების მომიჯნავე დარგების შესახებ. სანოტო ლიტერატურის ფონდში თავმოყრილია საოპერო და სიმფონიური მუსიკის კლავირები და პარტიტურები, კამერულ-ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა, საგუნდო მუსიკა და ა.შ. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყოველი ეგზემპლარი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის საკუთრებას. ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენება ნებადართულია. მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ დაასახელოთ წყარო - თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკა. ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკის ზოგიერთი კოლექცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის შიდა მოხმარების ქსელში, მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის. ბიბლიოთეკის შიდა მოხმარების ქსელში განთავსებული მასალის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.
Communities in DSpace
|
გამოიწერეთ სიახლეები ელექტრონული არქივის განახლების შესახებ!თუ დაინტერესდით ჩვენს ელექტრონულ არქივში დაცული რომელიმე ფონდით ან კოლექციით, დარეგისტრირდით სისტემაში და გამოიწეროთ სიახლეები, რის შემდეგაც ყოველი დამატებული ელექტრონული წიგნის ან სანოტო ეგზემპლარის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელ–ფოსტაზე.თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს ციფრული მასალების უკანონო გამოყენებაზე.
RSS Feeds
|
Copyright © 2012, TSC - Feedback |
Copyright © 2002-2010 DSpace Software Duraspace |